ამერიკა,ნიუ-იორკი

ამერიკის შეერთებული შტატები მოიცავს 51 შტატს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში.შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა , ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. ქვეყნის დედაქალაქია ვოშინგტონი.
სწორედ ამერიკაში დაიწყო ჩემი პირველი მოგზაურობა , კერძოდ ნიუ-იორკში.
ნიუ-იორკი კი ქვეყნის”არაოფიციალურ დედაქალაქად” ითვლება. ის არის ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი სხვა შტატებთან შედარებით.
ნიუ-იორკი შედგება 5 რაიონისაგან, ესენია: მანჰეტენი, ბრუკლინი, სტეიტენ-აილენდი, ბრონქსი და ქუინსი.
ჩემი პირველი რაიონი იყო სტეიტენ აილენდი სადაც გაცვლითი პროგრამით წასულ სტუდენტებთან ერთად ვცხორობდი შემდეგ გადავედი ბრუკლინში,თუმცა ყველაზე დიდ დროს მანჰეტენზე ვატარებდი..

ხედი სტეიტენ აილენდიდან.

ჩემთვის საყვარელი რაიონი მანჰეტენია..

ყველასათვის ცნობილი Times-square.. რომელიც 42- ქუჩისა და ბროდვეის გადაკვეთაზე მდებარეობს,რომლის სახელიც ერთ დროს ნიუ-იორკ ტაიმზის ცენტრალური შტაბ ბინის მდებარეობის გამო დაერქვა, უბანი მოიცავს ბლოკებს მე-6 და მე-9 ავენიუებს შორის.

ასევე ყველასათვის ცნობილი და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი ნიუ იორკში ცენტრალური პარკი..

Brooklyn bridge- ბრუკლინის ხიდი.

Wall street- უოლ სტრიტი რომელიც ითვლება ქალაქის ფინანსური რიაონის ისტორიულ ცენტრად. მისი მთავარი დამახასიათები ნიშნები კი არის მომცრო ზომის ქუჩები და უოლ სტრიტის ხარი რომელიც უბნის ცენტრალურ ნაწილშია განთვსებული და რომელსაც უამრავი მნახველი ყავს ყოველდღიურად.

გაეროს შტაბ-ბინა.. სადაც მე და დანარჩენი პროგრამის მონაწილეები ვესწრებოდით გაეროს 70-ე იუბილეს.

Columbia University- კოლუმბიის უნივერსიტეტი, უძველესი კერძო უმაღლესი სასწავლებელი ნიუ-იორკში. სადაც ჩემი გაცვლითი პროგრამა მიმდინარეობდა..

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started