პრაღა ,ჩეხეთი.

პრაღა ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ვლტავაზე ცენტრალულ ბოჰემიაში და დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება (თუმცა სამუშაო ძალების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ქალაქში დამატებით დაახ. 300.000 ადამიანი რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს). პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული.

ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს დროისა და კონტექსტის მიხედვით, მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

პრაღა იყოფა 10 ძირითად რაიონად, რომლებიც არის დანომრილი. მათი ასეთი სახელები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ არ მოხდეს რომელიმე უბნის მნიშვნელობის დაკნინება, შესაბამისად უბნები გაერთიანებულია ერთი ნომრის ქვეშ, რომელსაც აქვს ნომერი. თავის მხრივ ეს 10 რაიონი დაყოფილია უფრო მცირე ტერიტორიულ ერთეულებად, რომელთა დასახელებებშიც ასევე არის ნომერი (მაგ. პრაღა 22) ან უბნის სახელწოდება.

პრაღის მთავარი სატრანსპორტო სისტემაა მეტროპოლიტენი, რომელიც შედგება სამი ხაზისაგან (წითელი, ყვითელი, მწვანე). მეტროპოლიტენის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ქალაქის თითქმის ყველა ღირშესანიშნაობამდე. ქალაქში ასევე კარგად არის განვითარებული ტრამვაისა და ავტობუსების სისტემა. ასევე განვითარებულია სანაოსნო სისტემა მდ. ვლტავაზე (არის ძირითადად ტურისტული მარშრუტები). პრაღაში არის ვაცლავ ჰაგელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.

მიუხედავად იმისა რომ წვიმიან დღეებში მომიწია პრაღაში მოგზაურობა მაინც მოვიხიბლე ამ ქალაქით, ერთნაირი ფერის სახურავები ყველა სახლზე საოცარ ხიბლს ტოვებდა ჩემში და ალბათ ყველა ტურისტში. ასევე დიდი ყურადღება მიიოყრო ჯონ ლენონის კედელმა და პაბმა..

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started