Be yourself; Everyone else is already taken.
— Oscar Wilde.
This is the first post on my new blog. I’m just getting this new blog going, so stay tuned for more. Subscribe below to get notified when I post new updates.
Be yourself; Everyone else is already taken.
— Oscar Wilde.
This is the first post on my new blog. I’m just getting this new blog going, so stay tuned for more. Subscribe below to get notified when I post new updates.
პარიზი საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია.
ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ დე ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე . მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.
მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდინარე სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით. პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.
პარიზს აქვს მრავალი ზედმეტსახელი, როგორიცაა “სიყვარულის ქალაქი”, მაგრამ ყველაზე განთქმულია “La Ville-Lumière” (“სინათლის ქალაქი”). ზედმეტსახელი “სინათლე” მიიღო უფრო პირდაპირი გაგებით, როდესაც პარიზი გახდა ევროპის ერთ–ერთი პირველი ქალაქი, რომელსაც ქუჩები გაზის სანათებით ჰქონდა განათებული. 1817 წლიდან Passage des Panoramas იყო პარიზის პირველი გაზით განათებული გამზირი.
პარიზი ჩემთვის მეორე ქალაქი იყო სადაც საფრანგეთში მიმოგზაურია, თუმცაღა უნდა ავღნიშნო რომ ისეთი დიდი , განვითარებული და ტურისტული ქალაქისთის როგორიცაა პარიზი, ზედმეტად ბინძური იყო.. დაბინძურებული ქუჩები, ტრანსპორტში ჭუჭყიანი სკამები …
თუმცა ის პარიზული ხიბლი მაინც დატოვა ჩემში რასაც პარიზი ქვია..










ჩემი პირველი ვიზიტი საფრანგეთში სწორედ ამ ქალაქში იყო. სადაც საფრანგეთზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება ჩამომიყალიბდა, ქუჩაში ყველა გვესალმებოდა, თბილი სახეები და თავაზიანი ქცევებით გამოირჩეოდნენ..
მონპელიე არის ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 251,634 ადამიანს, საშუალოდ ქალაქში მცხოვრებთა სიმჭიდროვე შეადგენს 4,424 ადამიანს კმ²-ზე. დასახლებული პუნქტის ფართობია 56.88 კმ². მონპელიე 750 კილომეტრითაა დაცილებული ქვეყნის დედაქალაქ პარიზს. ქალაქი გაშენებულია ხმელთა შუა ზღვის ნაპირებზე. მონპელიე არის ლანგედოკი რუსილონი რეგიონის და ეროს დეპარტამენტსი ადმინისტრაციული ცენტრი.
მონპელიეში როგორც პარიზში არის ტრიუმფალური თაღი, რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ ქალაქში.. ასევე ფრანგული შენობები რომელიც განსხვავდება ყველა სხვა ევროპული ქვეყნისაგან…






ვენა ავსტრიის დედაქალაქი და ასევე ავსტრიის 9 შტატიდან ერთერთი.ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. არის ევროპის კავშრის სიდიდით მეათე ქალაქი.
ქალაქი მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს და მხოლოდ 60 კმ-შია ავსტრიის აღმოსავლეთის საზღვართან. ვენა ცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს, ძალიან ახლოს ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან.
ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა საღვთო რიმის იმპერიის ცენტრს, საიმპერატორო დედაქალაქსა და ჰაბსბურგების რეზიდენციას. ამ დროიდან იგი განვითარდა, როგორც ევროპის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. ვენა მეოთხე ქალაქი იყო. ლონდონის ,ნიუ იორკის და პარიზის შემდეგ, რომლის მოსახლეობაც ორ მილიონს ითვლიდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შემდეგ ვენამ თავისი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა. ვენის ძველი ცენტრალური ნაწილი, რომელიც ჰაბსბურგების დინასტიამდეც არსებობდა, ასევე შენბრუნის სასახლე ავსტრიის რესპუბლიკის მოთხოვნით შეტანილ იქნა იონესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ვენა ევროპის ქალაქებს შორის სადაც მიმოგზაურია ყველაზე ძვირი ქალაქია. როგორც კვებით ასევე მგზავრობით.. თუმცა გამოირჩევა საოცრად გამწვანებული პარკებითა და ბაღებით..






პრაღა ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ვლტავაზე ცენტრალულ ბოჰემიაში და დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება (თუმცა სამუშაო ძალების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ქალაქში დამატებით დაახ. 300.000 ადამიანი რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს). პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული.
ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს დროისა და კონტექსტის მიხედვით, მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
პრაღა იყოფა 10 ძირითად რაიონად, რომლებიც არის დანომრილი. მათი ასეთი სახელები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ არ მოხდეს რომელიმე უბნის მნიშვნელობის დაკნინება, შესაბამისად უბნები გაერთიანებულია ერთი ნომრის ქვეშ, რომელსაც აქვს ნომერი. თავის მხრივ ეს 10 რაიონი დაყოფილია უფრო მცირე ტერიტორიულ ერთეულებად, რომელთა დასახელებებშიც ასევე არის ნომერი (მაგ. პრაღა 22) ან უბნის სახელწოდება.
პრაღის მთავარი სატრანსპორტო სისტემაა მეტროპოლიტენი, რომელიც შედგება სამი ხაზისაგან (წითელი, ყვითელი, მწვანე). მეტროპოლიტენის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ქალაქის თითქმის ყველა ღირშესანიშნაობამდე. ქალაქში ასევე კარგად არის განვითარებული ტრამვაისა და ავტობუსების სისტემა. ასევე განვითარებულია სანაოსნო სისტემა მდ. ვლტავაზე (არის ძირითადად ტურისტული მარშრუტები). პრაღაში არის ვაცლავ ჰაგელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.
მიუხედავად იმისა რომ წვიმიან დღეებში მომიწია პრაღაში მოგზაურობა მაინც მოვიხიბლე ამ ქალაქით, ერთნაირი ფერის სახურავები ყველა სახლზე საოცარ ხიბლს ტოვებდა ჩემში და ალბათ ყველა ტურისტში. ასევე დიდი ყურადღება მიიოყრო ჯონ ლენონის კედელმა და პაბმა..





ბუდაპეშტი უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო ცენტრი. ამჟამად 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი სახლობს. 1873 წელს მარჯვენა სანაპიროს ბუდასა (გერმ. ოფენი) და ობუდას (ძველი ბუდა ან ალტ-ოფენი) შერწყმით პეშტთან მარცხენა (აღმ.) სანაპიროზე ბუდაპეშტი ერთდადერთი ქალაქი გახდა, რომელიც მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ის ევროკავშირის სიდიდით მეექვსე ქალაქია.
ბუდაპეშტი საოცარია თავისი სანახაობებით , როგორიცაა: ბუდაპეშტის პარლამენტი, ბუდადან პეშტზე გადასასვლელი ხიდებით და ასე შემდეგ..
მე პირდად მოხიბლული ვარ ამ ქვეყნითა და დედაქალაქით ბუდაპეშტით..






ბარსელონა კატალონიის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ესპანეთში, მადრიდის შემდეგ.ბარსელონის მეტროპოლიურ არეალში დაახლოებით 5 მლნ ადამიანი ცხოვრობს.ამავე დროს, ის ევროპის უდიდესი მეტროპოლისია ხმელთა შუაზღვაზე .იგი მთავარი კომპონენტია დიდი ბარსელონის ადმინისტრაციულ არეალში.
ბარსელონა რომაელებმა დააარსეს, მაგრამ შემდეგშ ბარსელონას საგრაფოს დედაქალაქი გახდა.არაგონის სამეფოსთან შერწყმის შემდეგ, ბარსელონა არაგონების სამეფო ტახტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის მანძილზე მრავალჯერ ყოფილა მტრის ალყის მოწმე თავის გარშემო, ბარსელონას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია და დღეისათვის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი და ტურისტული დანიშნულების ადგილია. განსაკუთრებით სახელგანთქმულია ანტონიო გაუდისა და ლუის დომენიკ მონტანერის არქიტექტურული ნამუშევრები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
დღეისათვის, ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ტურისტული , ეკონომიკური, საგამოფენო და კულტურულ-სპორტული ცენტრია. მისი გავლენა ეკონომიკაში, განათლებაში, გართობაში, მედიაში, მოდაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში მას მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გლობალური ქალაქის სტატუსს ანიჭებს.
თამამად შემიძია ვთქვა, რომ ბარსელონა ევროპაში ჩემთვის პირველი ქალაქია სადაც ვიცხოვრებდი ნიუ-იორკის შემდეგ.. განსაკუთრებით მოვიხიბლე საოცარი არქიტექტურითა და არაჩვეულებრივი ქუჩების განლაგებით, ტრიუმფალური თაღით, კათედრალებით, ცნობილი საგრადა ფამილიათი და ა.შ..











ტურინგერი მდებარეობს ცენტრალურ გერმანიაში. მიწა რასაც ქვია ტურინგერი მოიცავს ბევრ ულამაზეს ქალაქს, ნამდვილ გერმანულ ქალაქებს… ჩემი ფავორიტი ქალაქი ერფუტი რომელიც ასე გამოიყურება..





შემდეგი ქალაქი : შმალკალდენი





ბერლინიგერმანიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ფართობის და მოსახლეობის მიხედვით. ქალაქის მოსახლეობა 3 711 930 (2017)ადამიანს შეადგენს, ქალაქი გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან ერთ-ერთია და იგი გარშემორტყმულია ბრანდერბურგის მეტროპოლის ცენტრშა რომლის დედაქალაქიც პოტსდამია რომელიც უშუალოდ ბერლინს ესაზღვრება. ორივე ქალაქი ბერლინ/ბრანდენბურგის მეტროპოლიის ცენტრშია მოქცეული, რომელიც მოსახლეობით გერმანიის მესამე უმსხვილესი მეტროპოლიური რეგიონია, რაინ-რურის და რაინ-მაინის შემდეგ.
ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით.
შეიძლება ითქვას რომ ჩემი ევროპაში მოგზაურობა ევროპაში სწორედ ამ ქვეყნიდან დაიწყო, უკრაინის შემდეგ…
მიუხედავად იმისა რომ დიდი მოწონება ამ ქალაქმა და მთლიანად ქვეყანამ ვერ დაიმსახურა ჩემგან, მაინც მომიწია რამდენჯერმე ამ ქვეყანაში ვიზიტი..
თუმცა რათქმაუნდა აქვს თავისი პლიუსები და სილამაზეც ამ ქალაქსაც, მაგრამ გერმანიის ძველმა ქალაქებმა უფრო დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემში ვიდრე თვითონ დედაქალაქმა… რაზეც ჩემს შემდეგ პოსტებში მოგოყვებით..





ნიდერლანდების უდიდესი და უმთავრესი ქალაქი, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2018 წლის 31 მაისის მონაცემებით 859 732 ადამიანია. სახელი ამსტელ დამი-დან (Amstel dam) მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამბა მდინარე ამსტელზე. ქალაქი XII საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა. დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით. ამ დროიდან მოყოლებული ამსტერდამი ფინანსურ და ბრილიანტების წამყვან ცენტრად გადაიქცა.
XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ქალაქი გაფართოვდა და ახალი უბნენი შეიმატა. ამსტერდამი ნიდერლანდების ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათავო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips და ING. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.
ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობები Rijksmuseum-ის მუზეუმი ვან გოგის მუზეუმი,ანნე ფრანკის სახლი, წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები მსოფლიოდან ყოველწლიურად 4,2 მლნ დამთვალიერებელს იზიდავს.
იტალიის შემდეგ ჩემი მოგზაურობა სწორედ ამ საოცარ ქალაქში და ქვეყანაში იყო. ქალაქმა მომხიბლა თავისი ვიწრო ქუჩებით , შეიძლება ითქვას რომ სულ ცოტათი გავს ვენეციას, ხიდებითა და ვიწრო ქუჩებით…
მოგზაურობის ფოტოები კი ასე გამოიყურება…





ვენეცია მეტსახელად არხების ქალაქი, ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში. ერთმანეთისაგან არხებით გამოყოფილია 118 პატარ კუნძული, რომლებიც პატარა ხიდებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული, და გადაჭიმულია მდინარეებს პოსა და პიავეს შესართავებს შორის . ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და ბუნებით, არქიტექტურით და ხელოვნებით. ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
სახელი მომდინარეობს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოდის ხალხიდან ,რომლებსაც ვენეტები ეწოდებათ და ქრისტეშობამდე დაახლოებით მე-10 საუკუნეში ცხოვრობდნენ. ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენებდნენ: წყლის ქალაქი,ნიღბების ქალაქი, ხიდების ქალაქი, არხების ქალაქი და ა.შ..
იტალიაში ჩემი მოგზაურობიდან შეიძლება ვთქვა, რომ ვენეცია ერთერი ჩემი საყვარელი ქალაქია იტალიში,განსაკუთრებულად მოვიხიბლე არაჩვეულებრივი არქიტექტურითა და პატარა ხიდებით, ცუდი ამინდის და თოვლის მიუხედევად ჩემი იქ ყოფნის დროს მაინც მოვასწარი ამ ქალაქის სრულიად დათვალიერება და შემდეგ მისი შეყვარება…








